შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მარტს, 11:00-დან 14:00 საათამდე, მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი, ხოლო 12:00-დან 14:00 საათამდე - სოფელ წეროვანში აბონენტებს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
"გარდა ამისა, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალივი, ზემო ხორხი, შარახევი, ნეძიხი, გუდრუხი, სონდისველა, ხილიანა, გუდრუხი, მაღაროსკარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.