თეგებით ძიება

„ნებისმიერ აქტივობას, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს ამ პროცესში, საკადრისი პასუხი გაეცემა!“ - თათია სამხარაძე

ყოფილი ტელეწამყვანი, თათია სამხარაძე სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებ ყველა აქტივისტს და სამოქალაქო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

ნებისმიერი აქტივობა, რომელმაც შეიძლება დამაზარალოს ამ პროცესში, ჩემგან აღქმული იქნება როგორც ჩემი ინსტრუმენტალიზაციის მცდელობა და საკადრისი პასუხი გაეცემა!

აქტივობა რომელიც არ აძლიერებს მსხვერპლებს და მათ ზურგს უკან არის დაგეგმილი, გაცნობიერების გარეშე, რომ ქალი მსხვერპლები არიან ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები ფიგურები, ჩვენგან იქნება შეფასებული როგორც ოპორტუნისტული და ეგოცენტრული ზრახვებით ნაკარნახევი ქმედება“, - წერს თათია სამხარაძე.

ცნობისთვის, POSTV-ის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო, 24 მარტს, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყებაში POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 27 მარტს თათია სამხარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე მის სახლთან იმყოფება  POSTV-ის გადამღები ჯგუფი და საქართველოს პრეზიენტს დახმარება სთხოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა