თეგებით ძიება

„სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! ილოცეთ, ემიგრანტებო!“ - რას წერს შოთო სიხარულიძე?

ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბავშვი თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ „იმიგრანტების იმედი“, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

“12 მარტს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, გარდაიცვალა 9 წლის დავიდ ბერიძე. მისი მცირეწლოვანი ძმა 3 წლის დანიელ ბერიძე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. იქ გადიოდა მკურნალობას, ამჟამად ბავშვი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს. გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა დანიელის ოჯახს, რადგან მას სჭირდება რეაბილიტაციის კურსი და ძვირადღირებული მედიკამენტები. გთხოვთ გააზიაროთ უფრო მეტმა რომ ნახოს და მშობლებს პატარა დანიელი ჯანმრთელი დაუბრუნოს

ილოცეთ ემიგრანტებო. სრული შოკი მივიღე ამ ინფორმაციით! მე მჯერა, დანი მაგრად იქნება უფლის წყალობას გისურვებ, დანიელ. ლოცვა მთებს დაძრავს, ელოდე და იმედი იქონიე…“ - წერს შოთო სიხარულიძე.

შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმშის ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც ატრაქციონზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, რაც შეეხება მის ძმას, სამი წლის დანიელს, მძიმედ დაშავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა