უკრაინაში ომს 24 საათში დავასრულებ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინაში ომის 24 საათის განმავლობაში დასრულება შეუძლია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის იოლი იქნება.
„თუ ეს არ მოგვარდება, მე მოვაგვარებ 24 საათში ზელენსკისთან და პუტინთან და ძალიან იოლი მოლაპარაკებები შედგება, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან მაშინ მე ამას ვერ გამოვიყენებ. მე მოვაგვარება ამას ერთ დღეში“, – განაცხადა ტრამპმა.