თეგებით ძიება

საქართველოში ქალი არის დაჩაგრული - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ქალები დაჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

„არავინ მოტყუვდეს სადღეგრძელოებით და ქალისგან ყალბი კულტის შექმნით - საქართველოში ქალი არის დაჩაგრული, საქართველოს საჯარო რეესტრში ქონების 80 პროცენტზე მეტი რეგისტრირებულია კაცებზე, ავტომობილების მძღოლები, 90 პროცენტზე მეტი, არიან კაცები, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების და ეკლესიის "ბნელი ძალები" ქალების ჩაგვრის თანამონაწილეები არიან.

"ძველი ფეოდალური ტრადიციები, რომელსაც ხშირად, პარლამენტშიც უწოდებენ ხოლმე ეროვნულ იდენტობას, სინამდვილეში არის ჩაგვრაზე და პირველ რიგში, ქალის ჩაგვრაზე აგებული. ეს არის უმძიმესი საკითხი, მასზე უნდა ვისაუბროთ ღიად და სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იყო მორალურად და პოლიტიკურად სწორი. "ქართული ოცნების" განცხადებები ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე იყო ქალთა დისკრიმინაციისადმი მიმართული, არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისკენ მიმართული. შეკრული არიან ეკლესიის ბნელ ძალებთან და ხელისუფლების და ეკლესიის ბნელი ძალები ერევიან ადამიანის პირად ცხოვრებაში, ოჯახურ ცხოვრებაში, არიან თანამონაწილეები ქალის ჩაგვრაში,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა