თეგებით ძიება

Twitter-ზე ​ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი ყველასთვის ფასიანი გახდება

​ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი Twitter-ზე ყველასთვის ფასიანი გახდება. ამის შესახებ Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 აპრილიდან ძირითად ფიდში გამოჩნდება მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშების ტვიტები, რომელთა მფლობელებიც ყოველთვიურად იხდიან ამ სერვისის საფასურს. ამასთან, გამოკითხვებში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ფასიანი ანგარიშების მფლობელები შეძლებენ. ამ მომენტისთვის, ვერიფიკაციის ლურჯი ნიშნის საფასური თვეში 7 დოლარს შეადგენს.

უფასო ანგარიშებიდან გამოქვეყნებული ტვიტები რეკომენდებული ტვიტების ფიდში არ აისახება.

მასკის თქმით, ახალი წესები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომუშავე ბოტებთან ბრძოლის ერთადერთი ქმედითი საშუალებაა

მისივე განმარტებით, ფასიანი ვერიფიკაცია მნიშვნელოვნად აძვირებს ბოტების გამოყენების საფასურს და მათ გამოაშკარავებას ამარტივებს.

ცნობისთვის, მანამდე ლურჯი ნიშანი ანგარიშის ავთენტურობას აღნიშნავდა. Twitter-ი მას უფასოდ ანიჭებდა მომხმარებლებს, თუმცა თავად ირჩევდა ვინ ისარგებლებდა ამ სტატუსით. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა