ნიღბიანმა თავდამსხმელმა ოლაფ შოლცის სახლში შეჭრა სცადა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში ნიღბიანმა თავდამსხმელმა შეჭრა სცადა. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემის ცნობით, თავდამსხმელს "კაპიუშონიანი" ტანსაცმელი ეცვა და ნიღაბი ეკეთა. მას შემდეგ კი, რაც იგი შეაჩნიეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულ მომენტში ოლაფ შოლცი სახლში არ იმყოფებოდა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.