თეგებით ძიება
28. 03. 2023 მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 168 ხმის უმრავლესობით, მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ჰოლოდომორი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებთან შედარებით თავისი მასშტაბებით გამოირჩეოდა და "დაახლოებით 4 მლნ უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, ძირითადად გლეხების".

"ეს რეზოლუცია მიზნად ისახავს საფრანგეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის მოსახლეობის ამ იძულებითი შიმშილის გენოციდად აღიარებას, ასევე ჩადენილი ქმედებების დაგმობას, რომლებიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებითა და მასიური დარღვევით", - წერია დოკუმენტში.

ჰოლოდომორის  სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. ჰოლოდომორის შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა