თეგებით ძიება

"დაოკდით! ჭკუას მოეგეთ! თორემ..." - ვის აფრთხილებს ხათუნა ხოფერია?

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია მიმართვას ავრცელებს, რომლითაც "ნაცებს" მიმართავს და დაოკებისკენ მოუწოდებს.

"ფარსმან სპარსებო!

საკუთარ ქვეყანაში უსამშობლოდ დარჩენილებო!

ხელმოცარულო, უპრინციპო, უთავმოყვარეო ნაცებო!

 თქვენი ტოლი და სწორი ნახეთ!  

"იქნებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ახალში მაინც მიმიწვევენ ხუროთმოძღვრად" - ეს ხომ თქვენი სიტყვებია ფარსმანივით გულღრძოებო! 

  მაგრამ არაა ეს ქვეყანა თქვენი დასანგრევი, არც ასარევი, არც გასაწირი, არც აბუჩად ასაგდები.

  ვიცით, ვიცით, რომ "ჩვენში ყველა ნა@იჭვარს აზნაურობა უნდა, ყველა ნაცარქექიას - მთავარსარდლობა", აგერ, სალომესაც ახრჩობს პირველკაცობის ზღვარსგადასული სურვილი. მაგრამ არაა მაგისი დრო. არც მასავით უსამშობლოების, მოღალატეების დროა ახლა…

  დაოკდით! ჭკუას მოეგეთ! თორემ, ცოტაღა დარჩა და თქვენც მიშასავით თხლეს გადაყვებით!", - წერს ხოფერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა