თეგებით ძიება

უმძიმესი კადრები ფონიჭალიდან, სადაც მანქანა ორ ბავშვს დაეჯახა (ვიდეო)

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა.

შემთხვევის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯეო-ჰოსპიტალში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვებს ზედა კიდურების დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა