თეგებით ძიება
29. 03. 2023 სპორტი

ნორმალური შედეგია, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ

"ნაპოლის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნორვეგიის დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისაღები შედეგის მიუხედავად, გუნდი კმაყოფილი არ არის.

"შედეგი ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერი შესაძლებელია, ყველა გუნდთან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ და აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ“, - განუცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, საქართველომ ნორვეგიის ნაკრები სტუმრად, ბათუმში მიიღო - შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მომდევნო მატჩს 17 ივნისს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა