უკრაინის შეიარაღებული ძალები ომის მიმდინარეობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ჩვენმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 57 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბელოგოროვკა, ბახმუტი, ავდიივკა, მარინკა და მათი შემოგარენი. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ამ მიმართულებებით მტრის 57 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.