თეგებით ძიება

იქ, სადაც არის საჭირო ბრძოლა, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ყოველთვის მზადაა იბრძოლოს.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება.

„ეს არის თემატური ბოიკოტი. არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება. ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება. იქ, სადაც არის საბრძოლი, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე. სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ არსებითი იხილება, ვიქნებით, სადაც ანტურაჟის შექმნა იქნება, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას რაღაც ხდება ამ პარლამენტში, არ ვიქნებით“, – განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა