"შემზარავი ტრაგედია მოხდა აჭარაში" - შოთო სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს
"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აჭარაში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს საზოგადოებას.
"ბათუმელებო, დღეს არ გახვიდეთ გარეთ, მით უმეტეს ბულვარში არ გაიყვანოთ ბავშვები!!! დღეს, 29 მარტს შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, დღის მეორე ნახევრიდან ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში - ქარბუქი.
შემზარავი ტრაგედია მოხდა აჭარაში: სტიქიას შეწირული ახალგაზრდა, წამებში განადგურებული სახელები და დამტვრეული მანქანები - რა მძიმე კადრები ვიხილეთ გუშინ", - წერს სიხარულიძე.
ცნობისთვის, უამინდობის შედეგად 28 მარტს აჭარაში ერთი ადამიანი დაიღუპა.