თეგებით ძიება

იტალიაში ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს - დანაშაულის ახალი დეტალები

იტალიაში 32 წლის ქართველი ქალის დაჭრის ფაქტზე მისი მეუღლე დააკავეს.

47 წლის მამაკაცი ცოლზე თავდასხმის შემდეგ ავტომობილით მიმალვას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე დააკავა.

თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, მან ქალაქ ბარის ცენტრში, 32 წლის მეუღლეს საცხოვრებელ სახლში დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან გაიქცა.

ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა