თეგებით ძიება

"არ გახვიდეთ გარეთ, ძლიერი ქარი და შტორმია მოსალოდნელი" - საზოგადოებას აფრთხილებენ (ფოტოები)

"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე ბათუმელებს მოუწოდებს, გარეთ არ გავიდნენ, რადგან ზღვისპირა ქალაქში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 

სოციალურ ქსელში სიხარულიძე 28 მარტის სტიქიის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

"უფალო დაგვიფარე მთიანი საქართველო

ბათუმელებო, დღეს არ გახვიდეთ გარეთ, მით უმეტეს ბულვარში არ გაიყვანოთ ბავშვები!!! დღეს, 29 მარტს შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, დღის მეორე ნახევრიდან ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი. შემზარავი ტრაგედია მოხდა აჭარაში: სტიქიას შეწირული ახალგაზრდა, წამებში განადგურებული სახელები და დამტვრეული მანქანები -  რა მძიმე კადრები ვიხილეთ გუშინ", - წერს სიხარულიძე.

ცნობისთვის, უამინდობის შედეგად 28 მარტს აჭარაში ერთი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა