სააკაშვილი როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, მაშინვე უარი ცხადდება მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელებაზე - ექიმი
ჩვენ ვხედავთ ფაქტს, როგორც კი რამე გაუმჯობესებისკენ მიდის, ეს იქნება მედიკამენტური მკურნალობა თუ სხვა პროცედურა, მაშინვე უარი ცხადდება გაგრძელებაზე, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ოჯახის წევრების განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გუშინაც იყო რაღაც არასწორი ინფორმაცია მიწოდებული. უკვე ძალიან დამღლელი თემა გახდა ყოველდღიურად ამის გაშუქება, კვება, მიღება, არმიღება, ვერმიღება. რა თქმა უნდა, იღებს საკვებს მცირე რაოდენობით და მისთვის სასურველ საკვებს. ჩვენს შეთავაზებულ დიეტაზე ისევ უარს აცხადებენ და არ მიაქვთ ის შეთავაზებული, რაც უნდა მიიღოს პაციენტმა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, არის ის, რომ სამკურნალო დაწესებულებაზე და სამკურნალო პროცედურებზე ამბობს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.