მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს - რა მოხდა შიდა ქართლში?
შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სავარაუდო, სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი მოხდა.
რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც ჩვენ შეგნებულად, მსხვერპლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის კაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.