თეგებით ძიება

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება და სახელმწიფოს იმის რესურსი არ აქვს, რომ სხვანაირად იმოქმედოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს არის რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც არის კატეგორიულად მიუღებელი, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და გაუგონარი მოვლენა, როდესაც საკუთარი ოჯახი არის ჩართული სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში.

სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, არავის არ აქვს უფლება ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს, პატიმარს არ უნდა ვივამედის საკვების მიღება, პენიტენციურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს და ეს ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი", - თქვა კობახიძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა