თეგებით ძიება

უკრაინაში სპეცოპერაციის მიზნების მიღწევა დიპლომატიური საშუალებებით შეუძლებელია - დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ე.წ. სპეციალური ოპერაციის მიზნების მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით არ შეუძლია.

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით - ეს არის პოლიტიკური და დიპლომატიური, თუმცა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით ამის მიღწევა, ჩვენდა სამწუხაროდ, უკრაინის შემთხვევაში შეუძლებელია. მიზნების მიღწევა უნდა მოხდეს სამხედროების მიერ, ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაციით. რუსეთისთვის მთავარია, მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს: რუსეთის ახალ ოლქებში ადამიანების უსაფრთხოება და მთლიანად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა