თეგებით ძიება

შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული შეტევაა, რომელიც წინასწარ დაიგეგმა - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "პოს ტვ"-ის დამფუძნებელ, შალვა რამიშვილზე ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევაა, რომელიც დავით კეზერაშვილის მიერ დაიგეგმა.

„პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის „პოსტივის“ ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი.

რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "პოს ტვ"-ის დამფუძნებელ, შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა