გიორგი ვაშაძის განცხადებები აბსოლუტურად არაადეკვატურია - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესახებ განაცხადა, რომ არაადეკვატურია.
„ევრორეკომენდაციები შესრულებულია და 90 პროცენტზე მეტი შესასრულებელი იყო საქართველოს პარლამენტის მიერ. თუკი რაიმე, სულ მცირე რვა პუნქტის შემთხვევაში შესასრულებელი იყო, ყველა კანონი და ყველა ნორმა არის მიღებული. დარჩენილი იყო ორი, რომელთან დაკავშირებითაც უკვე ვენეციის კომისიის დასკვნებიც გვაქვს და დეტალურად მივყვებით. აქამდე, სხვა სამუშაო ჯგუფებში ისინი არ ჩართულან და ამ სამუშაო ჯგუფებში თუ ჩაერთვებიან, ოდნავ მაინც პოზიტიურ წვლილს თუ შეიტანენ, ძალიან კარგი იქნება. რჩება შემდეგ ერთი, რაც არის დეპოლარიზაციის საკითხი. ამას ცალმხრივად ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამ, რომელიც ასეთი საბოტაჟისკენ მიმართული განცხადებებით პირიქით აღრმავებს პოლარიზაციას, თავისი ცრუ და ფეიკნარატივებით", - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პოლიტიკოსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ყველაფრისთვის მზად არის, თუ საჭიროა პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც.