თეგებით ძიება

"წესი არ აუგეს კახი კობახიძეს...სატანისტები და სატანის მსახურები თქვენ ხართ, ანაფორაში გადაცმული არაადამიანები!" - რას წერს დომენიკ მანგო?

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს კახი კობახიძეზე, რომელსაც სასულიერო პირებმა წესი არ აუგეს. 

"2022 წელს წესი არ აუგეს კახი კობახიძეს. უნიჭიერეს ადამიანს, რომელიც იყო პატიოსანი ცხოვრებით და შრომით დაკავებული ადამიანი. მის მშობელსაც თვალებში ჩახედეს ამ სულწარწყმენდილმა მღვდლებმა და უთხრეს: შენი შვილი სექტანტი და სატანისტი იყო, წესს არ ავუგებთო. სატანისტები და სატანის მსახურები თქვენ ხართ, ანაფორაში გადაცმული არაადამიანები! დარწმუნებული ვარ, ამათი მრევლი ხარობთ, მოხდა ასე, რომ ხრამში გჩეხავთ თქვენი ანაფორიანი ცრუ მასწავლებლები", - წერს მანგო.

ცნობისთვის, “გირჩის” წევრებმა დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა