თეგებით ძიება

ვინ არის კვალიფიციური მოქალაქე? - ზურაბ მხეიძის განმარტება

ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ კვალიფიციური მოქალაქე, პირველ რიგში, საზოგადოების ის წევრია, რომელიც პასუხისმგებლობითაა სავსე.

"კვალიფიციური არის პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ეს არის მოქალაქე, რომელმაც იცის, რა არის სახელმწიფოს ვალდებულებები მის წინაშე და იცის თავისი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. არჩევნებზე ვისაც ვაძლევ ხმას, ესე იგი, მას ვენდობი. საარჩევნო ვადის ბოლოს უნდა ვნახო, რას დამპირდნენ და რა შეასრულეს. არჩევნებს შორის პერიოდში მე რატომ უნდა ვასწავლო გადაწყვეტილების მიმღებ პირს, რა როგორ აკეთოს? რატომ უნდა ჩავთვალო, რომ მე მასზე მეტი კომპეტენცია მაქვს რაღაც კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად?

მე ხომ არ ვარ ბოლომდე ინფორმირებული, რა ხდება? პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, ჯერ კარგად გავარკვიო საკითხი და მერე ჩამოვაყალიბო მოთხოვნები. ჩვეულებრივ, რაღაცას რომ ვყიდულობთ, თანხას გადავიხდით თუ არა, მაშინვე ვღებულობთ სასურველ ნივთს თუ პროდუქტს. პოლიტიკის შემთხვევაში კი, ჩვენი ნდობის გამართლება ოთხი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ", - აცხადებს მხეიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა