თეგებით ძიება

"არ გამიკვირდება, ამ სურათთანაც რომ ილოცოთ. თუ კი ვინმე პოპულარული ადამიანი იყო, ან საპატრიარქოში შეაპრონწიალეს ან კედელზე ჩამოკიდეს ხატის სახით" - დომენიკ მანგო ხვიჩა კვარაცხელიაზე

დომენიკ მანგო "ნაპოლის" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავისადმი მიძღვნილ სურათს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ არაპოპულარული ადამიანებისთვის საპატრიარქოს კარი დახურულია.

"საერთოდ არ გამიკვირდება, ამ სურათთანაც რომ ილოცოთ. აღშფოთდა სრულიად ერი. დაკვირვებული ვარ, თუ კი ვინმე პოპულარული ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი იყო, ან საპატრიარქოში შეაპრონწიალეს თავისი ფეხით, ან კიდევ კედელზე ჩამოკიდეს ხატის სახით. მამა გაბრიელი ჯერ გიჟად შერაცხეს, მერე ეკლესიიდან გარიყეს და როცა გარდაიცვალა და დაინახეს, რომ ხალხს უყვარდა იგი, მისი ცხედარი წმინდანად შერაცხეს, შემდეგ კი ისიც ხატად გადააქციეს. ილია ჭავჭავაძე, რომელიც საკმაო კრიტიკულობით იყო განწყობილი მღვდლების მიმართ, კედელზე ჩამოკიდეს და წმინდანად შერაცხეს. ხოდა, ახლა ეს ბრმადმორწმუნე მრევლი დგას ამ ხატებთან და ლოცულობს მათ წინ (ოღონდ ის ლოცვაც მრავალსიტყვაობით იცის). ჩემმა პოსტმა კი, რომელმაც ცხადად გამოხატა საპატრიარქოს პოპულიზმი და პოპულარული ადამიანების მიმართ სიყვარული, სრულიად სამრევლო შეაშფოთა. თითქოს ესენი არ იყვნენ, კიკინით რომ დაბოდიალობენ და ერთხელ ბიბლიაში ვერ ჩაუხედავთ, ის მაინც რომ გაეგოთ, სინამდვილეში სად უნდა ილოცონ. ჩააცხრეთ თქვენი ჭმუნვები! თუ არა და საყინულეში შეყავით თავი და ჩაცხრებით. საპატრიარქოს ჭიშკარი არაპოპულარული ადამიანებისთვის არ იღება!", - წერს მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა