დავინახე, ერთმანეთს ეხვეოდნენ ეს გოგო და შენი ქმარიო - ახალი დეტალები 63 წლის კაცის მიერ 15 წლის გოგოს გაუპატიურების სავარაუდო ფაქტზე
შიდა ქართლში, 15 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 63 წლის კაცი შვილის მიერ გამოძახებულმა პოლიციამ დააკავა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სკოლის მოსწავლეზე ძველ ფარდულში სისტემატურად ძაალდობდა. ბოლო გაუპატიურების ფაქტი გუშინ მოხდა. ერთ -ერთი ვერსიით, საზარელ დანაშაულს თვითმხილვლი ჰყავს, რომელმაც მომხდარის შესახებ სავარაუდო მოძალადის ოჯახის წევრებს უამბო. ადგილზე პოლიცია სწორედ დაკავაბულის შვილმა გამოიძახა.
"თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით სულყველანი. იმ გოგომ ისე თქვა, წავასწარიო და თქვენ თუ არა, მე მივიღებ ზომებსო და ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა", - აცხადებს დაკავებული კაცის ცოლი "პირველებთან".
რალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლ 15 წლის გოგონასთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.