თეგებით ძიება

სინამდვილეში ჭამაც შეუძლია და კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმშია.

"1%-ით დაუშვით, რომ მართლაც ვერ ჭამს. არადა ექიმები ამბობენ, რომ შეუძლია ჭამოს და არ ჭამს. ანუ თვითდაზიანებას ეწევა. მაგრამ ვთქვათ გჯერა, რომ მართლაც არ შეუძლია ჭამა. კითხვაა მარტივი - რატომ არ იღებს მაგალითად გადასხმებით იმ კალორაჟს? შესაბამისად ეს არის მთავარი მტკიცებულება, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს. მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას - რატომ არ იკეთებს გადასხმას, ხომ ყველამ ვიცით, ამას ექიმობა და სამედიცინო სფეროს დიდი განსწავლულობა არ სჭირდება. გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა