თეგებით ძიება
29. 03. 2023 ვიდეო

მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა, ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო - 63 წლის კაცი, რომელიც 15 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებაშია ბრალდებული, შვილმა დააკავებინა (ვიდეო)

შიდა ქართლში, 15 წლის მოზარდის სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 63 წლის კაცი შვილის მიერ გამოძახებულმა პოლიციამ დააკავა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სკოლის მოსწავლეზე ძველ ფარდულში სისტემატურად ძაალდობდა. ბოლო გაუპატიურების ფაქტი გუშინ მოხდა.

"თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით სულყველანი. იმ გოგომ ისე თქვა, წავასწარიო და თქვენ თუ არა, მე მივიღებ ზომებსო და ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა", - აცხადებს დაკავებული კაცის ცოლი "პირველებთან". 

რალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა