თეგებით ძიება

მთვარეზე დიდი ოდენობით წყლის ახალი მარაგები აღმოაჩინეს - მეცნიერების დასკვნა

შეიძლება, იყოს თუ არა მთვარეზე სიცოცხლე, აღნიშნულ კითხვას მეცნიერები დიდხანს სვამდნენ.

ახალ კვლევაში, ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ქანებში გამოავლინეს მინის ციცქნა ბურთულები, რომლებიც სავარაუდოდ ის პოტენციური ადგილებია, სადაც წყალი იმალება.

ახალი აღმოჩენა ეფუძნება ჩინეთის მავალის მისია Chang’e 5-ის მიერ ჩამოტანილ ნიმუშებს. 2020 წლის დეკემბერში, ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში აგროვებდა ნიმუშებს მთვარის ზედაპირზე და მისი ანალიზების შედეგად გაკეთებული ამაღელვებელი აღმოჩენებიც უკვე ვნახეთ.

მინის ციცქნა ბურთულები ძირითადად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კოსმოსური ნამტვრევები ზედაპირზე ერთმანეთს ეჯახება და ორთქლდება მინერალები, რომლებიც გაციების შემდეგ წარმოქმნიან რამდენიმე ათეული ან ასეული მიკრომეტრის სიგანის მინისებრ ნაწილაკებს. აპოლოს მისიების მიერ ჩამოტანილ ნიმუშებში აღმოჩენილი ბურთულების წინა კვლევებმა სრულიად შეცვალა იქამდე არსებული წარმოდგენა მთვარის სიმშრალის შესახებ.

ამჟამინდელი კვლევები მიუთითებს, რომ მთვარეზე საკმაოდ დიდი ოდენობით წყალი წარმოიქმნება მზის ქარების დახმარებით, რადგან ამ დროს, მზისგან მომდინარე ნაწილაკების წყალბადის იონები ებმის მთვარის ქანებში უკვე არსებულ ჟანგბადს.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა