თეგებით ძიება

ჩაძირულ გემში კაცი მირბოდეს წარმოუდგენელია, ივანიშვილთან რა უნდა გილაურს? - რომან გოცირიძე

ჩაძირულ გემში კაცი მირბოდეს წარმოუდგენელია. ივანიშვილთან რა უნდა გილაურს? - სისულელეა, რომ ისტორიულ სამარეში მიმავალ ადამიანს პოლიტიკურ ძალას შეუქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ნიკა გილაურთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"თავად ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაციაა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, რაში სჭირდება გილაურს პარლამენტში ყოფნა 3000 ლარად, მერე კიდევ ბოიკოტში უნდა იყოს. ეს არაფერში სჭირდება, როცა აქვს მშვენიერი სამუშაო და არის ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოს აცნობს "ვარდების რევოლუციის" ეკონომიკური რეფორმების შედეგებს და მსოფლიოს მთავრობების კონსულტანტია. ამ პარლამენტში ყოფნისთვის, მავნებლურ პირობებში მუშაობისთვის უნდა გეკუთვნოდეს სხვა რამ - მაგალითად, კომუნისტების პერიოდში თითო ბოთლ რძეს აძლევდნენ, რომ არ მოწამლულიყო ადამიანი", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან. აღნიშნული ინფორმაცია როგორ ნიკა გილაურმა, ასევე ნიკა მელიამ და ხატია დეკანოიძემ უარყვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა