თეგებით ძიება
29. 03. 2023 მსოფლიო

ვერ ვხედავთ მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს - ნატო

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ ნატო ვერ ხედავს მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის რეალურ საფრთხეს.

”მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ მოლდოვის რესპუბლიკაზე მოსალოდნელი სამხედრო თავდასხმის რისკს. ძალიან მარტივი მიზეზების გამო: მათ არ აქვთ საკმარისი რესურსები ოდესაში, დნესტრისპირეთში მისასვლელად", ამბობს ის. 

თუმცა, ჯოანის თქმით, რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს მოლდოვას წინააღმდეგ ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით, რაც მოიცავს აქციებს მოქმედი და  დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. 

"არჩეული დემოკრატიული მთავრობის დამხობის მცდელობა არის აქტიური ოპერაცია. პოლიტიკური ძალების მობილიზება, კომუნიკაცია, დეზინფორმაცია, სიცრუის გამოიყენება რუსების მიერ, ძალიან მასშტაბურია მოლდოვაში", - ამბობს ნატოს მაღალჩინოსანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა