თეგებით ძიება
29. 03. 2023 მსოფლიო

ჩვენ კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით ვგეგმავთ - რას ამბობს ოლექსი რეზნიკოვი?

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გენშტაბი კონტრშეტევას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. 

„თქვენ ნახავთ მათ კონტრშეტევაში, ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილების თანახმად. ის უკვე იგეგმება რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია, როდის იქნება ყველაზე შესაფერისი მომენტი, როგორც ისინი გადაწყვეტენ. ასევე, ყველაფერი დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენ ძალიან სველი მიწა გვაქვს, შესაძლებელია მხოლოდ მუხლუხოიანი მანქანების გამოყენება. ვფიქრობ, ჩვენ მათ აპრილში ან მაისში ვიხილავთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა