ღამე ძილი გამიჭირდა, თავს გაძარცვულად ვგრძნობ… - ნორვეგიის მთავარი მწვრთნელი
ნორვეგიის მთავარი მწვრთნელმა, სტოლე სოლბაკენმა საქართველო – ნორვეგიის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ღამით ძილი გაუჭირდა, რადგან თავს გაძარცვულად გრძნობდა.
"ეს ჩვენთვის ივნისში შოტლანდიის მატჩს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და საბედისწეროს ხდის. ამ ორ გასვლით თამაშთან დაკავშირებით თავს გაძარცვულად ვგრძნობ, მაგრამ არის იმედები, რომლებიც ბოლომდე რჩება.
მატჩის შემდგომ ვახშამს დავესწარი და პატარა სიტყვით გამოვედი, მეც საკმაოდ ადრე ავედი ოთახში. მარტო ყოფნა და ცოტა ხნით გაქცევა მჭირდებოდა. უკვე ცხრა თუ ათი დღეა, რაც მთელი დღეებისა და საათების განმავლობაში ერთად ვართ, ასე რომ, ღამით ბიჭების დაძაბვა არ მინდოდა. ამიტომ ავედი და მატჩს თავიდან ვუყურე, რადგან მაინც ვერ ვიძინებდი.
ამას საკუთარი თავის და სხვის დასაცავად არ ვამბობ. ჩვენ ერთ რამეზე ვზრუნავთ და ეს არის ქულების რაოდენობა. ორ თამაშში ერთი ქულა ცოტაა, თუმცა ბრძოლა გრძელდება”, – განაცხადა მან მედიასთან.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში საქართველო – ნორვეგიის დაპირისპირება 1:1 დასრულდა.