თეგებით ძიება
29. 03. 2023 მსოფლიო

"ომი შეიძლება დიპლომატიური გზით დასრულდეს, თუ რუსეთი ოკუპირებული მიწიდან გავა“ - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ომი შეიძლება დიპლომატიური გზით დასრულდეს, თუ რუსეთი ოკუპირებული მიწიდან გავა.

"პესკოვი და ლავროვი ცდებიან: ომი შეიძლება დიპლომატიური გზით დასრულდეს, თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული მიწიდან დაუყოვნებლივ გავა. ამისათვის, მოსკოვში გადატვირთვა უნდა მოხდეს და მომლაპარაკებელი შეიცვალოს. რუსული არმიის ახალი დამარცხება ამაში დაგვეხმარება. იზრდება იარაღის მიწოდება“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა