ჩვენი მიზანია, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი - კახა კალაძე
ჩვენი მიზანია, ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„სახეზეა მუდმივი მცდელობა, რომ ბულინგით, შეურაცხყოფით, იარლიყების მიკერებით შექმნან სურათი, თითქოს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რუსულ ძალას. „ქართული ოცნება“ იყო, არის და იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – ყველა სფეროში განვითარების გზით, ევროინტეგრაციისკენ სვლით შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ძლიერი საქართველო. ამას უნდა მივაღწიოთ ერთიანობით, ერთმანეთის მხარდაჭერით და გავამარჯვებინოთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.