თეგებით ძიება
29. 03. 2023 მსოფლიო

რუსეთის ელჩი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

NATO-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განცხადების გამო, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტოკჰოლმში რუსეთის ელჩი გამოიძახა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩს იბარებს, რათა გააპროტესტოს ჩარევის აშკარა მცდელობა", - განუცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ორი ქვეყანა იმედოვნებს, რომ გაწევრიანების პროცესი ამ წელს დასრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა