თეგებით ძიება

„პირი გამოირეცხე, ირაკლი კობახიძე, სანამ ქალებზე ორ სიტყვას იტყვი!“ - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალური ქსელის მეშვეობით ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

„ირაკლი კობახიძე რომ გადმოდგა და იღაღადა, ვისაც ბევრი ფული აქვს, ბევრ ქალს ყიდულობსო, ბოდიში მოიხადოს მაგ უბედურმა. აქეთ-იქეთ გაიხედოს და კარგად დაითვალოს, რამდენი ქალის ყიდვა შეძლო მან ან მისმა პატრონმა ბიძინა ივანიშვილმა. მერე კაცები დაითვალოს, მოგლეჯვით რომ ხართ “ვედრო მანეთად”. სულ ერთმანეთს ახტებით თავზე ვაზელინწასმულები, და წამდაუწუმ საკუთარ გადაფურთხებულს ლოკავთ, რომ როგორმე ბიძინას უკეთ შეუძვრეთ და ასიამოვნოთ.

პირი გამოირეცხე, ირაკლი კობახიძე, სანამ ქალებზე ორ სიტყვას იტყვი! ნებისმიერი ქართველი ქალი ჩაგისვამს ჯიბეში პატიოსნებით, ლოიალურობით და ერთგულებით! მართლა ფულზე გაყიდულო მონავ.

ქალების მონაგავების კამპანიაზე მოიტეხავთ კინჩხს და კისერს ქოცები! ახალგაზრდებს და ბავშვებს რომ მიადექით და ათას უბედურებას აბრალებთ ურცხვად. 

ქალები და ახალგაზრდები მოუღებენ ოლიგარქის პარპაშს ბოლოს. ისევ ქართველი ქალები გადაარჩენენ ამ ქვეყანას, როგორც ეს აქამდეც ბევრჯერ უქნიათ!“ - წერს პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა