თეგებით ძიება

„დღეს დილით ვეღარ გაიღვიძა, გული გაუჩერდა საწყალს...“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ემიგრანტების არხის“ დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე წერს. 

„გლოვობს სამტრედია. გარდაიცვალა ემიგრანტი მანანა ჯოხაძე. 15 წელი თურქეთში მუშაობდა, 1 წელია იტალიაში ნაპოლში გადავიდა და დღეს დილით ვეღარ გაიღვიძა, გული გაუჩერდა საწყალს... ენატრებოდა მშობლიური სამტრედია. გულით დიდ დარდს და ტკივილს დაატარებდა.

მოიხსენიეთ ახლად შესვენებული მანანა.

კიდევ ერთი ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს, სიცოცხლე მინდა...

თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა... საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა...

16 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? შენ ხომ ამბობდი, მე ძლიერი ვარო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ამ მონატრებას შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა. 

ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის და იტალიის ემიგრანტები. ყველას ასე როგორ შეაყვარე თავი, ჩვენო თბილო და სიცოცხლით სავსე მანჩო... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. "

"შოთო სიხარულიძე ქართველი" ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.

შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამტრედიის მიწა. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია…

“ახლაც ის დროა, როცა ქართველი, გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა