თეგებით ძიება

„ლავრა არ გადაკეთებულა მუზეუმად, მას ისედაც მუზეუმის სტატუსი აქვს“ - დედა სიდონია კიევ-პეჩორის ლავრაზე

დედა, სიდონია კიევ-პეჩორის ლავრის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„კიევ-პეჩორის ლავრაზე…

რადგან მრავალი შეკითხვა მომდის და არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:

1. კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მფლობელობიდან ჩამოერთვა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. ლავრა არ გადაკეთებულა მუზეუმად. ლავრას ისედაც მუზეუმის სტატუსი აქვს ათწლეულებია.

3. ლავრიდან არავის არ ყრიან, ლავრას უბრალოდ ტოვებენ ის მონაზვნები, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინაში არსებულ ავტოკეფალურ ეკლესიაზე და სურთ დარჩნენ რუსეთის ეკლესიის წიაღში.

სულ ესაა და არ აყვეთ რუსულ პროპაგანდას! 

უკრაინა გაიმარჯვებს!“ - წერს დედა სიდონია.

შე­გახ­სე­ნებთ, 10 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რის ტე­რი­ტო­რია 29 მარ­ტამ­დე უნდა და­ტო­ვონ. ვადა დღეს ამოიწურა. უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის აღ­ნიშ­ნულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა