თეგებით ძიება

თბილისში ბინების ყიდვის ფასი 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს თბილისში ბინების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენი განახლებული პროგნოზით, წლიურ ჭრილში დოლარში გამოსახული გასაყიდი ფასი 2023 წელს 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად 2022 წლის პირველ ნახევარში არსებული დაბალი საბაზო ეფექტით აიხსნება. იმავე პროგნოზის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში გასაყიდი ფასი 7.1%-ით, გასაქირავებელი ფასი კი 10.4%-ით გაიზრდება 2022 წლის დეკემბერთან შედარებით“, - აცხადებენ მიმოხილვის ავტორები.

გაყიდვების რაოდენობის და გასაყიდი ფასის ზრდის ფონზე ბაზრის ზომა წლიურად 48%-ით გაიზარდა (+24% თ/თ) და 261 მილიონი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების ამონაგები წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ) გაიზარდა და 12.2%-ს გაუტოლდა. ამონაგები ეროვნულ ვალუტაში არსებულ გრძელვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს (12.48%) მცირედით ჩამორჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა