რომის პაპი კლინიკაში მოათავსეს
რომის პაპი, ფრანცისკე რამდენიმე დღით კლინიკაში გადაიყვანეს. მას რესპირატორული ინფექცია აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ვატიკანი ავრცელებს.
ვატიკანი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ რომის პაპს კორონავირუსი არ აქვს.
მანამდე ვატიკანის პრესსპიკერმა თქვა, რომ რომის პაპი კლინიკაში გეგმური გამოკვლევისთვის გადაიყვანეს, თუმცა განახლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფექცია მოითხოვს რამდენიმე დღის შესაბამის ჰოსპიტალურ სამედიცინო თერაპიას.