თეგებით ძიება
30. 03. 2023 ვიდეო

"გადავწყვიტე, გაგიზიაროთ უნიკალური კადრები" - გიორგი კალანდია ზვიად გამსახურდიას უცნობ ვიდეოს აქვეყნებს"

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უნიკალურ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ორ დღეში პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადების დღე დადგება! გადავწყვიტე, გაგიზიაროთ უნიკალური კადრები ჩემი არქივიდან, არქივიდან, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა დიდი რისკის ფასად გადავარჩინეთ. მაშ ასე 25 სექტემბერი, სამეგრელოში ჩასული პრეზიდენტი მიდის წალენჯიხის სახელოვან ტაძარში, ნახეთ როგორი ემოციით ხვდება ადგილობრივი მღვდელი, ეს ადამიანი მოგვიანებით ბალტინის ბომბებით ზურგამაგრებულმა მხედრიონელებმა სასტიკად დასაჯეს", - წერს კალანდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა