სიზარმაცე VS წარმატება - მოტივაციური ისტორია, რომელიც აზროვნებასა და ცხოვრებას შეგაცვლევინებთ
უძველეს დროში, მეფემ თავის მსახურებს გზაზე ლოდი დაადგმევინა. შემდეგ ის ბუჩქებში დაიმალა და უთვალთვალებდა - აინტერესებდა, ვინმე გზიდან ლოდის გადაადგილებას თუ შეძლებდა. მეფის ზოგიერთმა უმდიდრესმა ვაჭარმა და კარისკაცმა გზაზე გაიარა და ლოდს უბრალოდ გვერდიდან შემოუარა.
ბევრი ადამიანი ადანაშაულებდა მეფეს იმაში, რომ გზები არ იყო გაწმენდილი, თუმცა არც ერთი მათგანი არ შეეცადა გზიდან ქვის გადაგდებას.
ერთ დღეს გლეხმა გამოიარა, რომელიც ბოსტნეულით სავსე ჩანთას ეზიდებოდა.
ლოდთან მიახლოებისას გლეხმა ტვირთი დადო; დიდი ძალისხმევის შემდეგ მან ქვის გზიდან გადაგდება მოახერხა.
როდესაც გლეხი ბოსტნეულის ასაღებად დაბრუნდა, მან გზაზე ლოდის ადგილას დადებული ჩანთა შენიშნა. ჩანთაში ბევრი ოქროს მონეტა და მეფის წერილი იდო.
წერილში ეწერა, რომ ოქრო განკუთვნილი იყო იმისთვის, ვინც ლოდი გზიდან გადაიტანა“.
მორალი: სიზარმაცე წარმატების მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ.