აშშ-ში ორმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
ამერიკის კენტუკის შტატში კატასტროფა განიცადა 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორმა ვერტმფრენმა(HH60 Blackhawks). რამდენი ადამიანი დაიღუპა მომხდარის შედეგად ჯერჯერობით უცნობია.
კენტუკის შტატში დისლოცირებული ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის ინფორმაციით, ვერტმფრენები სასწავლო მისიას ასრულებდნენ.
კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.