27 აპრილს, შესაძლოა, პუტინი თურქეთში ჩავიდეს - რას განიხილავს ორი ქვეყნის პირველი პირი?
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა 27 აპრილს თურქეთში ჩავიდეს.
მისი თქმით, პუტინი შესაძლოა დაესწროს "როსატომის" მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის ინაუგურაციას.
"შესაძლოა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ბატონი პუტინი ჩამოვიდეს 27 აპრილს, ან ჩვენ შეიძლება დავუკავშირდეთ ინაუგურაციის ცერემონიაზე ონლაინ", - განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, კრემლმა შაბათს განაცხადა, რომ პუტინმა და ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელება ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე.