თეგებით ძიება
30. 03. 2023 სპორტი

კვარას უნიკალური რეკორდი - ხვიჩა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე მესამედ გახდა

"ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად სეზონში მესამედ დასახელდა. ექსკლუზიურ ინფორმაციას Goal.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აგვისტოს და თებერვლის შემდეგ, ქართველი ჩემპიონატის მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსაც მიიღებს. 

ხვიჩას გარდა, აღნიშნული ჯილდოსთვის მისი თანაგუნდელი მინ მინ ჯე, სასუოლოს ფეხბურტელი არმან ლორიენტე, იუვენტუსის ნახევარმცველი ადრიენ რაბიო და უდინეზეს დესტინ უდოგიე იბრძოდნენ.

გამოკითხვა გულშემატკივრებში 26 მარტამდე გრძელდებოდა და ხვიჩას გამარჯვებით დასრულდა.

მარტში კვარაცხელიამ სერია ა-ში 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ერთ სეზონში სამჯერ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი არასდროს არავინ დასახელებულა, შესაბამისად ხვიჩამ უნიკალური რეკორდი დაამყარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა