თეგებით ძიება

"თუ მაჩვენებელი საპირისპიროდ არ შეიცვალა, ქართველ ერს დიდი საფრთხე დაემუქრება“ - რას წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შობადობა შემცირდა.

მისი თქმით, თუ მაჩვენებელი საპირისპიროდ არ შეიცვალა, ქართველ ერს დიდი საფრთხე დაემუქრება.

"დემოგრაფიული კრიზისი სახეზეა -

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით,  2022 წელს საქართველოში დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სხვაობა 6 799 ადამიანია.

თუ მაჩვენებელი საპირისპიროდ არ შეიცვალა, ქართველ ერს დიდი საფრთხე დაემუქრება.

კრიზისის დასაძლევად მთელი რიგი პროგრამებია გასახორციელებელი", - წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა