თეგებით ძიება

როგორ დავადგინოთ ადამიანი, რომელმაც ჯადო გაგვიკეთა? - ვინაობის იდენტიფიცირება შესაძლებელია

ხშირად ჩნდება ეჭვი, ჯადო ხომ არ გაგვიკეთეს და თუ გაგვიკეთეს, ვინ შეიძლება იყოს, ან როგორ შეიძლება ამის დადგენა.

როგორც აღმოჩნდა, ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის მიღება შესაძლებელია.

არსებობს რიტუალები, რომლებსაც შუძლიათ ჯადოს გამკეთებელი ადამიანის სახელის მინიშნება, ან მისი თქვენს სახლში ისე მოყვანა, რომ თვითონაც ვერ მიხვდეს, თუ როგორ აღმოჩნდა აქ.

მაგრამ არ იჩქაროთ მაგიური დახმარების გამოყენება. არსებობს სხვა მეთოდებიც. დასაწყისისათვის, დაჯექით და თვითონ იფიქრეთ, თუ ვის შეეძლო ამის გაკეთება. გააანალიზეთ, ბოლო დროს ვისთან გაგიფუჭდათ ურთიერთობა, ვინმეს რამე ცუდი ხომ არ გაუკეთეთ. თუ ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ, აზრი ჰკითხეთ მათ, ვისაც ენდობით. გვერდიდან მეტი ჩანს და შესაძლოა, ზუსტად მიგითითონ ადამიანზე, ვინც ეს გააკეთა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაში ნათესავები და მეგობრებიც ეჭვის ქვეშ არიან. შესაძლოა, რომელიმე მათგანს რაიმე დაფარული მოტივები ამოძრავებს, რათა ცუდი გისურვოთ, თქვენ კი ამას ვერც ხვდებით.

ჯადოს გამკეთებლის გამოსავლენად ერთ-ერთი ყველაზე იოლი საშუალებაა საეკლესიო სანთლის ცვილზე მკითხაობა. აიღეთ ერთი ასეთი სანთელი. დაანთეთ და დაელოდეთ მის ბოლომდე ჩაწვას. მოაგროვეთ მისგან დარჩენილი ცვილი და ნელ ცეცხლზე რამდენიმე წუთით ადუღეთ. გამდნარი ცვილი დაასხით დიდ, ბრტყელ, თეთრ თეფშზე სიტყვებით: „ ცვილს ვასხამ თეფშზე და ახლა ჩემი მტრის სახელს გავიგებ“. დაელოდეთ ცვილის სრულ გამყარებას და დააკვირდით მიღებულ სურათს. იდეალურ ვარიანტში ცვილმა ჯადოს გამკეთებლის სახელის პირველი ასოები უნდა დაწეროს. თუ ვერანაირ ასოებს ვერ დაინახავთ, მაშინ უბრალოდ დაათვალიერეთ ნახატი. შესაძლოა მან მოგაგონით რაიმე ისეთი, რაც ამ ადამიანს უკავშირდება.

წყარო: geoastro.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა