თეგებით ძიება

ემოციები პირდაპირ ახდენს ზეგავლენას ჩვენს სხეულზე? - მეცნიერების დასკვნა

მეცნიერებმა დაადგინეს, რო ემოციები პირდაპირ ახდენს ზეგავლენას ჩვენს სხეულსა და იმუნურ სისტემაზე.

HeartMath-ის ინსტიტუტის მეცნიერებმა გულისა და ტვინის, ემოციებისა და ფიქრების შეთანხმებულ მუშაობასა და ჩვენს ქვეცნობიერზე, მათ ზეგავლენაზე კვლევები ჩაატარეს და შოკისმომგვრელ შედეგებამდე მივიდნენ.

ექსპერიმენტები ამ კუთხით ადრეც ტარდებოდა, ალბათ გსმენიათ სიცილის თერაპიის შესახებაც, რომლის ფუძემდებელი ერთი ამერიკელი ჟურნალისტი გახლდათ. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მეცნიერებს საშუალება მისცა ეს ყველაფერი ლაბორატორიულად დაემტკიცებინათ.

ამ კვლევებმა ნათელი მოჰფინა ბევრ ფაქტს. დადასტურდა, რომ როდესაც ადამიანს აქვს პოზიტიური ემოციები, როგორებიცაა მადლიერება, დაფასება, სიყვარული და ა.შ. გული ძალიან განსხვავებულ მესიჯებს იძლევა, რაც მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ნეგატიური ემოციები კი ნერვული სისტემის ქაოსს ქმნიან და ადამიანს აავადებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა