საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ გამოვა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ.
ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.